www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერია დამწყებთათვის, პრაქტიკული ბუღალტერიის კურსები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ დამწყები ბუღალტერიისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსებზე!

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები; საგადასახადო კანონმდებლობა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ორისი.
** პროგრამა სრულად შეესაბამება უახლეს რეგულაციებს - "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონს

აღნიშნული პროგრამით მომავალი და მოქმედი ბუღალტრები მოემზადებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად:

** მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი;
** მსს ფასს სტანდარტი (IFRS for smes);
** ფასს სტანდარტები (IFRS)

კურსის ხანგრძლივობაა: 46 საათი
კურსის ღირებულება (ინდივიდუალურად სწავლება): 950 ლარი

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი:

პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS -ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE-ზე.

პრაქტიკული კურსი სრულად მოიცავს:

** სამეწარმეო და საგადასახადო სუბიექტების პრაქტიკული შესწავლა და განხილვა:
** ორგანიზაციის წესდების პრაქტიკულად შექმნა;
** ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება.
** ორგანიზაციის ორი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა და წარმოება:
** სასაქონლო ზედნადები; ანგარიშ-ფაქტურა; საგადახდო დავალება; ინვოისი;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი; სახელფასო უწყისი; საბაჟო დეკლარაცია.
** ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა:
** საშემოსავლო; დღგ; ქონება; მოგება.
** საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS -ის სრულყოფილად შესწავლა.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის ღირებულება (ინდივიდუალურად): 800 ლარი
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა ISO 9001-2015 ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი

რეგისტრაციისათვის გადადით: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, ნიუპორტის 9
ტელ: (+995 431) 236060; 598 802 227

ქ. ბათუმი, ი. ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592 700 066

ქ. ზუგდიდი, მერაბ კოსტავას 54, მესამე სართული (საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის გვერდით)
ტელ: 596 787 700

ვებ-გვერდი: http://www.eucenter.ge
ელ-ფოსტა: centrikostava@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |