www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: საცალო გაყიდვების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ვის ვეძებთ ჩვენ?

** ვისაც უყვარს და აინტერესებს გაყიდვები;
** არის გაბედული, აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი;
** უყვარს სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება;
** აქვს მაღალი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
** აქვს სურვილი იყოს გამოცდილი, პროფესიონალი და ძლიერი გუნდის ნაწილი.

რა იქნება ძირითადი მოვალეობები?

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება.

რა მოთხოვნები აქვს პოზიციას?

** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პოზიციის პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი,
** ხელფასი ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი;
** ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2022 წელი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |