www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში.
"ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ფილიალის მმართველი.

ადგილმდებარეობა: მარნეული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალის თანამშრომლების შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების გაყიდვების გეგმების შესრულებების მონიტორინგი;
** მონაცემთა ბაზების განვითარებაზე ზრუნვა, გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი განვითარება;
** ფილიალში მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პერმანენტული შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საბანკო ან სადაზღვევო სფეროში;
** რეგიონის და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2022 წელი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |