www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდინგისა და PR განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას ბრენდინგისა და PR განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის PR და ბრენდის სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიაში მიმდინარე მარკეტინგული კომუნიკაციისთვის და სხვადასხვა მიმართულებებისთვის PR მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ბრენდის მართვა და კომუნიკაცია;
** კომპანიის პიარ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** პიარ კრიზისების მართვა და პრევენცია;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, მიღებული შედეგების ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** აუცილებელია მაგისტრის ხარისხი პიარში, მარკეტინგში ან ბრენდინგში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (c1).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაბელური, კრეატიული, ორგანიზებული და დამოუკიდებელი;
** დედლაინებსა და შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიზის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 თებერვალი 2022 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/brendingisa-da-pr--ganyofilebis-ufrosi/477

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |