www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;
** მარკეტინგული მომსახურეობის (ქეშ ბექი, რეტრო ბონუსი, ერთჯერადი მარკეტინგული მომსახურეობა) კალკულაცია და ანგარიშ ფაქტურებთან შედარება, საჭიროების შემთხვევაში ქსელებთან კავშირი;
** დებიტორული დავალიანებების (ქსელური ნაწილი) ანალიზი და მონიტორინგი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი, Cash Flow);
** მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის ანალიტიკა და მონიტორინგი;
** ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია პროგრამის 1C ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |