www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Box
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

"Travel Box" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის შიდა საქმიანობის წარმართვა;
** ოფისის თანამშრომლებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მოძიება;
** ოფისის უზრუნველყოფა საოფისე საქმიანობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარით;
** ოფისში წესრიგზე და სისუფთავეზე მონიტორინგის განხორციელება;
** საოფისე მუშაობისას გამოვლენილი სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხის მენეჯმენტი;
** საჭიროებისამებრ ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება და სხვა თანამშრომლების დახმარების გაწევა;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება.

სამუშაო გამოცდილება: შესაძლებელია დამამათავრებელი კურსის სტუდენტიც

ცოდნა და უნარები:

** კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** დეტალებზე ორიენტირებული
** სამუშაო დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (word, excel, power ponti)
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00- 18:00 სთ
მდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: career@travelbox.ge

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |