www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქივარიუსი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 30 მაისი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

თანამდებობა: არქივარიუსი
სამუშაო ადგილი: ქედა, ხულო, ჩოხატაური, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ოზურგეთი, ქობულეთი

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობები:

** დოკუმენტაციის დახარისხება;
** დახარისხებული დოკუმენტაციის სისტემაში რეგისტრაცია ინსტრუქციის მიხედვით;
** სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, მაგ: "არქივარიუსი ქედაში".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მაისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |