საერთაშორისო კომპანია "Ego Kitchen" არის მულტი-ნაციონალური სამზარეულოთი მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე კომპანია, რომელმაც საქართველოში ოპერირება სულ ახლახან დაიწყო და აცხადებს ვაკანსიას: მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ დაგეგმილი მენიუს მიხედვით კერძების მომზადება;
** მთავარი შეფის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** სამზარეულოს ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქტების რაციონალური გამოყენება;
** სამუშაო ადგილის მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით სიზუსტით შესრულება;
პიროვნული უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სასურველია შაურმის მომზადების/გრილთან მუშაობის ან ბურგერები/სენდვიჩებზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: mariam@egokitchen.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.