სასტუმრო "River Side Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასურველი მოთხოვნები:
** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პირობები:
** 12 საათიანი მუშაობის გრაფიკი; პირველი დღე დილის 09.00-21.00; მეორე დღეს 21.00-09.00; შემდეგი 2 დღე დასვენება;
** ჯამში 15-16 მორიგეობა თვეში.
** კვებას უზრუნველყოფს სამსახური;
** ხელფასი: 45 ლარი ხელზე, თითო მორიგეობაზე; 1 თვის შემდეგ - 50 ლარი თითო მორიგეობაზე; 3 თვის შემდეგ - 55 ლარი თითოეულ მორიგეობაზე. ჯამურად: 750-825 ლარი თვეში ხელზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.