www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სწავლება-სტაჟირება/პრომოუტერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს სწავლება - სტაჟირებას პრომოუტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
** პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისათვის ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა.

მოთხოვნები:

** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიული
** შრომისმოყვარე

ანაზღაურება: I თვე 500 - 550 ლარი, II თვე - 700 - 750 ლარი, III თვე 750 - 1 500 ლარამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |