www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

Veli.Store არის ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე შეიძინონ წვრილი ტექნიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, წიგნები, საკანცელარიო პროდუქცია და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროში კომფორტულ ცხოვრებას აადვილებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები. ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებელზე ორიენტირება, მომსახურების მაღალი ხარისხი და სწრაფი და იაფი მიწოდება.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომხმარებლებს ჰქონდეთ სწრაფი წვდომა მათთვის სასურველ პროდუქტებზე, არამედ შევქმნათ სასიამოვნო და ზრდაზე ორიენტირებული გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

veli.store-ს გუნდი ეძებს ქოფირაითერს.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ მედიებში veli.store-ის ბრენდის ტონალობის გატარება;
** ვიდეო-სკრიპტების, ბლოგების, რელიზებისა და სხვადასხვა ხასიათის პოსტების ქოფის შექმნა;
** ვების, აპის და საბანერე ტექსტების მომზადება;
** მნიშვნელოვანი დოკუმენტების გრამატიკულად გამართვა და კორექტირება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
** კოლაბორაცია მარკეტინგის გუნდის წევრებთან და სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** ბრიფების შემუშავება და სააგენტოებთან ურთიერთობაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოფირაითერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოფირაითერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |