www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ავტორიდერი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

შპს "ავტორაიდერი" საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფერო: გერმანული ბრენდის - Eurolub-ის ზეთები, იაპონური ბრენდის - KyotoJapan-ის; იტალიური ბრენდის - DuglasOil-ის; და ფილტრების მწარმოებელი კომპანიის - Ferra Filter-ის კორპორატიული და სადისტრიბუციო რეალიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სფერო-დისტრიბუცია
** საცხებ-საპოხი საშუალებების დისტრიბუციაში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი

სამუშაოს აღწერა:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განახლება / დალაგება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსების მოქნილი და ეფექტური სისტემა
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00; შაბათი - ნახევარი განაკვეთი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge და მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |