შპს "ავტორიდერი" საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე: კომპანიის საქმიანობის სფერო: გერმანული ბერენდის - Eurolub-ის ზეთები, BP-ის - ზეთები, იაპონური ბრენდის - KyotoJapan-ის; იტალიური ბრენდის - DuglasOil-ის; და ფილტრების მწარმოებელი კომპანიის - Ferra Filter-ის კორპორატიული და სადისტრიბუციო რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით.
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** გამოცდილება ინგლისური ენის ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება
** ბაზრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ბაზარზე კლიენტებთან კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი
** შეკვეთების მიღება არსებული მომხმარებლისგან
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა;
** ახალი მოზიდული კომპანიებისათვის პროდუქციის შერჩევა და წინადადების მომზადება
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე, დაგეგმარება;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** შედეგზე ორიენტირებულობა - გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა.
უნარ-ჩვევები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავდაჯერებულობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობების წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილებათა მიღების უნარი;
** შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge და მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.