აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი" აცხადებს ვაკანსიას ქცევის თერაპევტის პოზიციაზე
მოვალეობები:
** შეფასების, შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმის განხორციელება
** ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** მშობლის განათლება სხვადასხვა უნარ-ჩვევების, ქცევის მართვის და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქცევის თერაპევტი რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება რომელიმე პროფესიაში:
1. ფსიქოლოგია
2. ოკუპაციური თერაპია
3. მეტყველების თერაპია
4. ფიზიკური თერაპია
5. მედიცინის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ქცევის თერაპევტის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული)
სავალდებულო მოთხოვნები:
** თანადგომის და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის გაგების და ნდობის მოპოვების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციაში
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობის სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
** სამუშაო განრიგი სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი cv გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: lolipopcentre@gmail.com