www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ინტურისტი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე:

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბარმენის ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** სტუმრის მომსახურება სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
** უზრუნველყოს ბარის სისუფთავე და წესრიგი
** ნაშთების, შეკვეთილი, მიღებული მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
** კოლეგიალური ურთიერთობის შენარჩუნება სასტუმროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან;
** ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვა;
** ყველა პროცედურის შესრულება უსაფრთხოების წესის დაცვით;
** იზრუნოს გაყიდვების გაზრდაზე;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |