"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.
თანამდებობა: ციფრული კლიენტთა მრჩეველი თბილისში
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით და აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაცია.
** მომხმარებლის მაიკრედოზე რეგისტრირება;
** უნაღდო კონვერტაციებისა და გზავნილების მიღება / შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** "კრედო ბანკი"-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
** განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
** უმაღლესი განათლება;
** ეფექტური ზეპირი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 27 მაისი.