"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ჭურჭლის დასუფთავება და მოწესრიგება;
** ინვენტარის მოწესრიგება;
** სანიტარულ-ჰიგიენური წესებისა და სტანდარტების დაცვა.
საჭირო უნარები: კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული, მოტივირებული და პუნქტუალური.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. ნომერი: 577 252518
ელ.ფოსტა: hr@ramadatbilisioldcity
მისამართი: ავლაბარი, წურწუმიას #14.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!