www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 9 ივნისი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეძლოს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისა და გაყიდვების (პერსონალური/გუნდური) მიზნების მიღწევა და მოგების მაქსიმიზაცია;
** პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტის შეთავაზება
** ყოველდღიურად დაუკავშირდეს პარტნიორებს და სასტუმროს შესახებ არსებული ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მათ;

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ინფორმაციის სწრაფად გაანალიზებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 9 ივნისი, 2022 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |