www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HR სტაჟიორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა ბაზიდან;
** ვაკანტური პოზიციის შესაბამისი შერჩევის ეტაპების განხორციელება;
** კანდიდატების ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
** სოციალური ქსელის(linkedin, Facebook) გამოყენება საჭირო კანდიდატების მოსაძიებლად და მათთვის შეთავაზების გაკეთება;
** დასაქმების ფორუმებსა და მოზიდვის სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის ბაზებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლობა;
** ინიციატივიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სტაჟიორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |