შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 - 17:00, შაბათი 10:00 - 14:00;
ანაზღაურება - 550 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 11.06.2022.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "სერვის ადმინისტრატორი".