სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. მარნეულში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების და კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობების შესახებ;
** დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას;
** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის და სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა;
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტების შედგენა;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 2 ივლისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი მარნეული".
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.