"N5 კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10-6 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამომდინარე კვალიფიკაციიდან.
მოვალეობები:
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის/ბრძანების, შრომითი ხელშეკრულების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** HR პროცედურებისა და პროცესების მართვა, მათი კანონთან და კლინიკის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** პირადი საქმეების მართვა;
** სამუშაო დროის აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფა და პერიოდული რეპორტინგი;
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და დროული რეაგირება;
** საკადრო ბრძანებების წერა;
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერობის და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკული შემთხვევების მართვის უნარი.
** ემპათიურობა;
** ინოვაციურობა და ინიციატივიანობა;
** მაღალი ემოციური ინტელექტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით).
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: khorava.salome1@gmail.com