www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრეადორა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

"კრეადორა" (https://creadora.shop/) არის ადგილობრივი წარმოების ქართული ბრენდი, რომელიც გეგმავს მაღაზია-სტენდის ტიპის ქსელის განვითარებას.

ამ მომენტისთვის "კრეადორა" ოპერირებს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით და მისი გაყიდვები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებსაც, მაგალითად აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, მალაიზია, უნგრეთი, შვეიცარია, ავსტრალია და შვედეთი. ჩვენი კოლექციები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და განსხვავებული დიზაინით. ყველა ჩვენი დიზაინი და პროდუქცია შექმნილია და წარმოებული საქართველოში ჩვენივე გუნდის მიერ, არის 100%-ით ქართული პროდუქტი. ჩვენს კოლექციებში ასევე არის ისეთი დიზაინებიც, რომელთაც არ ჰყავს ანალოგი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც.

ცხადდება ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 2.
ტერიტორია: თბილისი, ვაკე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 40 საათი კვირის განმავლობაში.

მოთხოვნები:

** არ მოითხოვება უმაღლესი განათლება და შესაძლებელია სტუდენტების დასაქმებაც სწავლის პარალელურად.
** საჭიროა ზოგადი კომუნიკაციის უნარები და სურვილი რომ ვიყოთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
** სასურველია Facebook და Instagram პლატფორმებთან სამომხმარებლო დონეზე გამოყენების გამოცდილება.

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, შერჩევისა და ყიდვის პროცესში ეფექტური მომსახურება.
** პროდუქციის პრეზენტაცია, მათი იერსახისა და განლაგების შენარჩუნება.
** ონლაინ მომხმარებლების მომსახურება და შეკვეთების რეგისტრაცია.
** დღიური გაყიდვების და მარაგების რეპორტი.
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალების მართვა.

საჭირო უნარები და ცოდნა:

** კომუნიკაბელურობა.
** პუნქტუალურობა.
** ქართულ ენის ცოდნა.

სპეციალური უნარები, რომლებიც საჭირო იქნება უშუალოდ სამუშაოს შესრულებისას უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი შიდა ტრენინგის მეშვეობით, კერძოდ:

** ეფექტური მომსახურების კურსი (Service+).
** ონლაინ მომხმარებლების მომსახურების კურსი Facebook და Instagram პლატფორმებზე.
** პროდუქტების გაცნობის კურსი როგორც კოლექციისა ტექნიკური მახასიათებლების დონეზე ასევე დიზაინისა და მათი კონცეპტუალური შინაარსის გათვალისწინებით.

ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ნაწილისგან და ბონუსისგან:

** ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასის შუალედი არის 600 ლარიდან 700 ლარამდე.
** ბონუსის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაყიდვების მოცულობაზე, ხოლო დარიცხვის სიხშირე იქნება ყოველთვიური.

მსურველებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@creadora.shop



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |