"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მოვალეობები:
** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
** სხვა და სხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები.
** ქალაქის ნომერზე შემოსულ ზარებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** აღნიშნულ პოზიციებზე (მოლარე-ოპერატორი) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 1 წლიანი (მნიშვნელოვანია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** თავაზიანობა;
** სიზუსტე;
** სისწრაფე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სანდოობა;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებთან სწრაფად მუშაობის უნარი.
** კომპანიის დრესკოდის დაცვა
** სწრაფად სწავლისა და განვითარების უნარი.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ ქალაქი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.