www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოსმოსის კურსის მენტორი
მომწოდებელი: გაკვეთილო.ჯი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

ახალი საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმა "გაკვეთილო.ჯი" ეძებს გუნდის წევრებს და აცხადებს ვაკანსიას კოსმოსის კურსის მენტორის პოზიციაზე.

თუ თქვენ გაქვთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, გადმოცემის კარგი უნარი, გიყვართ კოსმოსი, თანავარსკვლავედი, კოსმოსური ხომალდები და გაქვთ სიღრმისეული ცოდნა ამ მიმართულებით, მზად ხართ თქვენი ცოდნა პოზიტიურად და მარტივად გადასცეთ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს, მაშინ ჩვენ თქვენ გეძებთ.

Online კურსისთვის ვეძებთ კურსის ხელმძღვანელებს და მენტორებს, Online გაკვეთილები წარიმართება LIVE რეჟიმში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო უნარები და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
** მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
** სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება
** მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომა

ძირითადი მოვალეობები:

** Live Online გაკვეთილების წარმართვა;
** მუშაობა დედლაინის გათვალისწინებით;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესსა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში;
** პლატფორმის პროფესიულ განვითარებაში აქტიური ჩართულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გუნდურ გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო დატვირთვა: არასრული
ანაზღაურება: საათში 50-150 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gakvetilo.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |