ქართული საიუველირო ბენდი "ჩხირა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება წარმოდგენილი სამკაულების შესახებ;
** წარმოდგენილი სამკაულების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება და და ესთეთიურ იერზე ზრუნვაა;
** გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვა. სალაროსთან მუშაობა და პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი: 25-40 (გოგონები/ბიჭები);
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 საათიანი სამუშაო დღე (დილის ცვლა 11:00-დან 16:00-მდე, საღამოს ცვლა 15:00-დან 20:00-მდე) კვირაში 1 დღე დასვენება.
2 კვირა სტაჟირება.
ანაზღაურება: თვეში 500 ლარი. 3 თვიანი სტაჟის შემდეგ ფიქსირებულ ხელფას დაემატება ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: chkhirajewelry@gmail.com და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.