www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას რექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რექტორის შეხვედრების კოორდინაცია, დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რექტორის გადაწყვეტილებების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** რექტორის სახელზე მიღებულ მომართვებზე წერილობითი რეაგირება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
** სატელეფონო და ელექტრონულ პლატფორმებზე შეტყობინებების მიღება, უკუკავშირის მომზადება, რექტორთან შეთანხმებით წარდგენა;
** რექტორის საქმიანი კალენდრის წარმოება;
** რექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
** რექტორის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ C1 დონე);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
** პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

შრომის ანაზღაურება 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |