კომპანია "ამწე" 2016 წელს დაარსდა და აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტის, რეალიზაციის, იჯარისა და სერვისის მიმართულებებით. ბაზარზე, როგორც საიმედო მომწოდებელი და მომხმარებელთა ერთგული პარტნიორი, თავისი პროდუქციით წარმოდგენილია ქვეყნის ძირითად, თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროეტში. კომპანიის მთავარი დევიზი - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.amtse.ge
შპს "ამწე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტებისაგან დაკვეთის მიღება / ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება;
** დაკვეთის შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასების კვლევა;
** საერთაშორისო ბაზარზე, კონკურენტული მომწოდებლების მოძიება;
** შესყივის ციკლის დაგეგმვა, განხორციელება;
** იმპორტირებული პროდუქციის ტრანსპორტირების დაგეგმვა, მოწოდების პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია - ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების წარმოების გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@amtse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა, განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.