სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ჯდ" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: აჭარა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სავალდებულოა გარანტია უძრავი ქონების უზრუნველყოფით (უზრუნველყოფის ობიექტი უნდა იყოს განთავსებული საქართველოს დიდ ქალაქებში).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი.
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში.
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები:
** მიზანდასახული
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** არაკონფლიქტური.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ დეტალური CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: officejd@mail.ru და პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ ელფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.