www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალური ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე რუსთავში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: "იმედი L" - ის პროვაიდერი კლინიკა
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
** დანიშნულების და მიმართვების გაცემა;
** დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
** საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
** პაციენტისათვის სხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან/და მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2022 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |