www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონტიორ-ინსტალატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად შეასრულოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში დამატებით, იჯარა 700 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |