"Apollo.Ge" წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებით.
კომპანიას ესაჭიროება და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს, მოემსახურება მომხმარებლებს და მართავს განვადების სისტემას.
ინტერნეტ მაღაზია "Apollo.Ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
** ასაკი: 18-29 წელი
** სქესი: მდედრობითი
სამუშაო მოვალეობები:
** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ონლაინ განვადებების სისტემის მართვა
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** სხვა შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მართვა
სამუშაო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში
** გაყიდვის უნარ-ჩვევები
** დისციპლინა და მოწესრიგებულობა
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
** მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე
ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსების სისტემა გაყიდვების მიხედვით.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: სამუშაო ხორციელდება სახლიდან, კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 2 სხვადასხვა ცვლაში: 09:00-17:00, 17:00-01:00 (კვირის მანძილზე თანამშრომლის სამუშაო ცვლებს განსაზღვრავს კომპანია).
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: apollocompany1234@gmail.com
ვებ-საიტი: https://www.apollo.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.apollo.ge/