www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - სრული, შაბათი - ნახევარი დღე
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების განხორციელება საერთაშორისო მომწოდებლებისაგან იმპორტის მენეჯერთან შეთანხმებით;
** გასაყიდი ფასებისა და რეგისტრაციების გათვალისწინებით, საბოლოო შეკვეთების დამტკიცება იმპორტის მენეჯერთან;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთის მოწოდების ვადების კონტროლი;
** შეკვეთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა;
** მომწოდებლის მიერ გადმოგზავნილი ფარმაცევტული პროდუქტის დოკუმენტაციის შეფუთვის ნამდვილობის გადამოწმება;
** ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია სსიპ "წამლის სააგენტო"-ში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფარმაცევტული ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი იმპორტის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |