ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
** ახალი პროდუქტების მომგებიანობის დათვლა და ანალიზი;
** ფილიალების მომგებიანობის ანალიზი;
** კომპანიის სეგმენტური და სექტორული ანალიზი, მომგებიანობის დათვლა;
** ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი;
** მომგებიანობის ზეგავლენის მქონე პროცესებისა და დრაივერების ანალიზი;
** ყოველთვიური ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში აქტიური ჩართულობა;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** ფინანსურ დირექტორთან და გენერალური დირექტორის მოადგილესთან ყოველდღიური ანგარიშგება;
** ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური არგუმენტირების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ემპათიური და კოლეგიალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგად (განსაკუთრებით ექსელის)
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** სასურველია ERP 1C ან BALANCE სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო იუმაშევის ჩიხი #14
ბენეფიტები:
** კვება
** სატელეფონო ლიმიტი
** ტრანსპორტირება
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge - 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
გისურვებთ წარმატებას!