www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: თანხმდება დასაქმების მსურველ კანდიდატთან ინდივიდუალურად გამოცდილების, სამუშაო განრიგის და სამუშაო მარშრუტის გათვალისწინებით. კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (ფორდ ტრანზიტი ან შესაბამისი მოცულობის სხვა ავტომობილი) - კომპანია გასცემს ავტომობილის იჯარის თანხას

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი წესის შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის აღება და რეგიონებში ტრანსპორტირება;
** პროდუქციის გადაცემა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |