მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
ძირითადი ფუნქციები:
** გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** პაციენტებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 15.07.2022-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.