www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გასტრო ბარი ალკო-ჰოლი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

გასტრო ბარი "ალკო ჰოლი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სამუშაო დროს ფორმის მოწესრიგებულად ტარება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: administrator@alco-hall.ge

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ალკო-ჰოლი" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |