კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
მდებარეობა-თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ალექსანდრიტის ლაზერით მკურნალობა;
** უპირატესობად ჩაითვლება ლაზერული ეპილაციის ექიმად მუშაობის გამოცდილება და კოსმეტოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
** კლინიკის იმიჯზე ზრუნვა, მომსახურეობაზე ორიენტაცია;
** შესაძლებელია საქმიანობის ადგილზე შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო განათლება (აუცილებელი პირობაა სახემწიფო სერთიფიკატის ფლობა)
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს კლინიკა მედის პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2022 წლის 15 ივლისამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.