უძრავი ქონების კომპანია "MSZ INVESTMENT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული პროდუქტის შესწავლა და რეალიზაცია;
** უძრავი ქონების მოძიება და ბაზის შედგენა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** მოლაპარაკებების წარმოება.
პიროვნული მახასიათებლები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტად ჩაითვლება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო განრიგი - თავისუფალი გრაფიკი.
ანაზღაურება - ბონუსები (20%, 25%, 30% და 50%); საბონუსე სისტემის საშუალებით შესაძლებელია ყოველთვიურად საშუალოდ 1 500 ლარის და მეტის ჯამური შემოსავლის მიღება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე hradvisor.ge@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.