www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის/ანგარიშგების უფროსი ოფიცერი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის (ანგარიშგების) უფროსი ოფიცრის პოზიციაზე, რომლის მიზანია შიდა და გარე მოხმარებისათვის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, გარე და შიდა მოხმარებისთვის, ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად;
** ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებში სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და ფინანსური ინფორმაციის მომზადება-მიწოდებაში სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა;
** ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
** გარე აუდიტის პროცესის კოორდინირება, მათ მიერ წარმოდგენილი ფორმების შევსება და მიწოდება, კონსულტირება და მხარდაჭერა;
** ბანკების და სხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და დროული მიწოდება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ხანდაზმულობის გაანგარიშება და ანალიტიკა;
** ექსპორტზე რეალიზებული საქონლის ანალიტიკა და ბუღალტრული ინფორმაციის სისწორის მონიტორინგი;
** საბუღალტრო პროგრამაში არსებული ინფორმაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამაში ფინანსური რეპორტების (მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი რეპორტების) ავტომატიზაციის პროცესის ინიციირება და კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიტიკა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი (თვიური, კვარტალური, წლიური);
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სისწორის მონიტორინგი (მათ შორის რეესტრების მართვა);
** მიღებული და გაცემული სასესხო ვალდებულებების მონიტორინგი და მათი დროული შესრულების კონტროლი;
** მსხვილ დებიტორ/კრედიტორებთან პერიოდული შედარება, საჭიროებისამებრ ურთიერთ-გადაქვითვის ინიციირება და იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
** ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გარე კონსულტანტებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
** სხვა მოთხოვნილი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის 1C ERP-სისტემის ცოდნა);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რეპორტინგის (ანგარიშგების) უფროსი ოფიცერი", კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |