www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი/ სარემონტო კუთხით.
მდებარეობა: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. # 201
სამუშაო გრაფიკი: სრული/შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარემონტო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი; სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შესრულებას, სამუშაო რესურსების (ხელსაწყო იარაღების, სახარჯი მასალების, მუშახელის) განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, ასევე დაქვემდებარებული პირებისთვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
** პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო (სარემონტო) მასალების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
** პროექტების ყოველდღიური რეპორტების, და შემდეგი დღის გეგმების ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის; ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სარემონტო ობიექტზე უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების კონტროლი;
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა)
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება;
** მის დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა-კონტროლი;
** ახალი გადაწყვეტილებების გაზიარება ხელმძღვანელ პირებთან სამუშაოს შესრულების ტემპისა და ხარისხის მაჩვენებლების გაზრდის მიზნით დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების სათანადო მოვლის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი, მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება, შესრულებული სამუშაოების გაანგარიშება
** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** წარმოქმნილი პრობლემის მიზეზის დადგენა და შემდგომში მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
** მიმდინარე სამშენებლო და ფარული სამუშაოების ფოტოფიქსაცია.
** სამუშაოების პროგრესის და გრაფიკის მუდმივი მონიტორინგი, შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის სამოქმედო გეგმის რეკომენდაციის მიცემა.
** შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების კონტროლი სამშენებლო ობიექტზე.
** ყოველთვიურად დეტალური რეპორტის მომზადება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით.
** სამშენებლო სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ისევე როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების ზედმიწევნად ცოდნა,
შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების ცოდნა, პოზიციისთვის რელევანტური სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის ზედმიწევნად წარმოების გამოცდილება;

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნახაზების წაკითხვის უნარი;
** არითმეტიკული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "დეკოლაინი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |