www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰოსტელი ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ყველა შეკვეთას ასრულებს ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობას სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს "ნინო" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |