www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დიდ დიღომი, ფარნავაზ მეფის #1 (გუდვილის შოპინგ მოლში)

ძირითადი მოვალეობები:

** ჩამოსული პროდუქციის მითვლა;
** საწყობში პროდუქციის ბრენდების მიხედვით დალაგება;
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, სალაროსთან მიტანა;
** შემოსული შეკვეთების გამზადება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის მოწესრიგება;
** საჭიროებისამებრ მომხმარებელთან წასვლა და ნივთების აწყობა.
** საწყობის მენეჯერის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 35 წლამდე;
** აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით ცვლებში.
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში.
** ანაზღაურება: საშუალოდ 1000 ლარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge და გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |