www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ლოიალ ფართნერს" წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ღირებულებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, რაც თანამშრომლებს თანაბარ საშუალებას აძლევს გამოავლინონ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით "ლოიალ ფართნერსმა" უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 80-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.

"ლოიალ ფართნერს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B1/B2 დონეზე;
** ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ფინა/ბალანსი ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად,

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება დარიცხული 1000-1500 ლარიდან და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyalpartners.ge, განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |