www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
** მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა: ყოველკვირეული, ყოველთვიური და სეზონური ღონისძიებებისა და აქციების ინიცირება, დაგეგმვა, ბიუჯეტირება
მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპანიის პოლიგრაფიული მასალებისა და უნიფორმების შეკვეთა და მენეჯმენტი;
** მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** შესრულებული კამპანიების ანგარიშების მომზადება;
** ადგილობრივი და მსოფლიოს ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების ანალიზი, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ათვისება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომუნიკაციების/ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე, რუსული ენის - სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
** FitPass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ

** გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
** ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
** ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |