www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს. კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, მათ განხორციელებაში ჩართულობა
** აქტიური თანამშრომლობა სარეკლამო კომპანიებთან (სარეკლამო მასალის ფასების მოძიება, დაკვეთა, შესყიდვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი)
** სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მარკეტინგის დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** კომპანიის ივენთებში აქტიური ჩართულობა და სწორი ორგანიზების უზრუნველყოფა
** ივენთის დამკვეთებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე
** ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება და სხვა ბმაში მყოფ დეპარტამენტებთან პროდუქტიული და დროული კომუნიკაცია
** შესაბამისი ინვოისების და ფინანსური დოკუმენტების მიწოდება ფინანსურ დეპარტამენტთან
** საჭიროებისამებრ სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** ყოველდღიური მარკეტინგული დავალებების შესრულება
** სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა კომპეტენციიდან გამომდინარე
** ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |