"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: შეფ მზარეული
დამატებითი ბენეფიტები:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველჰყოფს კვებით და საცხოვრებელი ადგილით გუდაურში.
პოზიციის აღწერილობა:
პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით
** უზრუნველჰყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს
** გააკონტროლოს მაცივრების და საყინულეების ტემპერატურა
** უზრუნველჰყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2022 წლის 18 ივლისამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.