www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: დომუს კონსტრაქშენი
თანდართული ფაილი: 81395_Domus_Application_9725715.zip
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული მარაგების ჩაბარება, აღრიცხვა და საწყობში განლაგება;
** მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა და დადასტურება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება/გაცემის უზრუნველყოფა;
** მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი, კვირა დასვენების დღე.
** ყოველთვიური დარიცხული ხელფასი: 1000 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი -ტექნიკური სპეციალობები.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამები - MS Excel;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტირება;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი, მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ, გუნდურობა;
** პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@domusi.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/07/2021.

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს შპს "დომუს" დეველოპმენტის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |