სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
** კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/