www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ECOMIX"-ი აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის (მაქსიმალური ტვირთამწეობით: 5 ტონა) პოზიციებზე.

განაკვეთი: სრული. (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) + კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში კვირას მუშაობა სავალდებულოა, რაც დამატებით იქნება ანაზღაურებული.
სამუშაო ავტომობილი: Mercedes-Benz Vario
სამუშაო ადგილი: თბილისში, ისანი სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა №6-ში - სამშენებლო მასალების საწარმო (სავაჭრო ცენტრ დომინოს მიმდებარე ქუჩა).
სამუშაო ადგილიდან გამომდინარე აუცილებელია დაინტერესებული პირი ცხოვრობდეს თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 40-დან
** უმაღლესი განათლება (სასურველია) არ არის აუცილებელი.
** მართვის მოწმობა - B, C, კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა). (მაქსიმალური ტვირთამწეობით: 5 ტონა)

ფუნქციები:
** სამშენებლო და სასაქონლო მასალების უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.
** დოკუმენტებისა დანიშნულების ადგილამდე მიტანა.
** პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უშუალო უფროსთან შეთანხმებით.

სახელფასო განაკვეთი: 850 ლარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მოტივირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 597469090 დათო ან გამოგზავნეთ თქვენი მოკლე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com (გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |